Thursday, December 20, 2012

გარემოზე ზრუნვა


სასწავლო პროექტი

თემა: გარემოზე ზრუნვა

პროექტის მთავარი იდეაა: გავუფრთხილდეთ დედაბუნებას 
„დედა...ბუნების’’ დაცვა ტოლია ,დედის მოფერების და სიყვარულით
მოპყრობის.რეალური მსჯელობის საგანს წარმოადგენს, რაც დაეხმარება მათ იმ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაში როგორიცაა: მსჯელობა, მოსმენა, წერა და კითხვა.
პროექტის მიზანი: მოსწავლეს პროექტში მონაწილეობისას უვითარდება კვლევის წარმოების უნარი, დამოუკიდებლობა, თანამშრომლობა, ცნობისმოყვარეობა, ურთიერთპატივისცემა. რაც მიიღწევა წყვილებსა და მცირე სამუშაო ჯგუფებში, მოსწავლეთა ორგანიზებით, ერთმანეთის შეჯიბრში გამოწვევით.
მოსწავლეთ ასაკი: 9 წელი IV კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას, მოსწავლეებმა შეიძლება მოაწყონ აქცია:  ,,გადავარჩინოთ დედაბუნება’’ და სკოლის ტერიტორიაზე დავრგოთ მცენარეები.
პროექტის საჭირო რესურსები: ბიბლიოთეკა, ვიდეო მასალა, სახელმძღვანელო ,,ბუნება’’, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ქაღალდი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:

პროექტის აქტუალობა: მოსწავლე ცდილობს დასახოს გზები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშე დგას დედაბუნება-გარემო. ჯგუფთან ერთად ცდილობს შეიმუშავოს სტარტეგიული გეგმა, რათა თავისი ყოფიერება გადაარჩინოს დედაბუნებასთან ერთად.
თემა აქტუალურია: თავისი შინაარსით მოსწავლეთათვის, რადგან იგი

თემის შერჩევა:
1.     გარემოზე ზრუნვა და შესაბამის შეკითხვების ჩამოყალიბება. მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება.
ü როგორ შევარჩიო ადგილი კოცონის დასანთებად?
ü რა იწვევს გარემოს დაბინძურებას?
ü როგორ უნდა დაიცვა სისუფთავე შენს ქალაქსა და სოფელში?
ü რა გავლენას ახდენს ადამიანი გარემოზე?

2.     საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება. (მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფად.  თითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება.)
3.     პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში.
4.     ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება. (ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე? ვინ არიან შემსრულებლები?ვინ, რას და როდის აკეთებს? )
5.     აქტივობების განხორციელება (პროდუქტის მომზადება)
6.     პროდუქტის პრეზენტაცია.
7.     პროექტის შემაჯამებელი შეფასება. (მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასების რუბრიკის  მიხედვით.